ჟენევის მოლაპარაკებები - პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და დეპუტატებს შორის შეხვედრა დასრულდა
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და დეპუტატებს შორის შეხვედრა დასრულდა. განიხილეს ის განცხადება, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა მიიღონ. დავით დუნდუამ ოპოზიცის შეკითხვებს უპასუხა.
ოპოზიცია შიშობს, რომ ამ განცხადების საფუძველზე რუსეთმა, შესაძლოა, ვალდებულებებისგან თავიდან არიდება შეძლოს, თუმცა, საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. ის იქნება სიტყვიერი განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის უცვლელ პოზიციას დააფიქსირებს.