მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე.