პარლამენტში მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პროცესები საკანონმდებლო ორგანოში დილიდან მიმდინარეობს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე ვახტანგ გომელაური, თეა ახვლედიანი, ირაკლი ჩიქოვანი და რატი ბრეგაძე წარდგნენ. მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარი უწყებების საქმიანობაზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს რეფორმებსა და პრიორიტეტებს.