პარლამენტში განათლების მინისტრს მოუსმენენ

განათლების მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გიორგი ამილახვარი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. განათლების მინისტრი უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ამილახვარი ყურადღებას გაამახვილებს იმ რეფორმებზე, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, პედაგოგების სოციალური სტატუსის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტები, პროფესიული განათლება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთხით განხორციელებული რეფორმები, – ეს არის ნაწილი იმ საკითხებისა, რაზეც განათლების მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი ამილახვარი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.