დღეს, 23 აპრილს, 14 საათზე, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანს საბანკო რეგულაციებზე, განულებული ვალებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, გადასახადების ზრდასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მოუწევს კითხვებს გასცეს პასუხები.
მინისტრს საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. მაჭავარიანი ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ” ახალი რეგლამენტის ფარგლებში დაიბარა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თემატიკა მრავალფეროვანია და დარწმუნებულია, რომ მინისტრი ყველა კითხვას უპასუხებს.