საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს. პრეზენტაციაზე ყურადღება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს დაეთმო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 18 თვე გრძელდება. პროექტი ექვსი კომპონენტისგან შედეგება და მიზნად ისახავს პარლამენტის მხარდაჭერას ზედამხედველობის გაძლიერებაში, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა.