პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ. ნათია თურნავა დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. კითხვები სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებას შეეხება. მმართველი გუნდი ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებს და აქცენტს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპზე აკეთებს.