პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება

პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები იმსჯელებენ, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივებაა. ამ მოთხოვნით უკვე 11 დღეა მთავარ პროკურატურასთან პირველი პრეზიდენტის შვილები შიმშილობენ. პარლამენტს მათი მოთხოვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილიც.

კანონმდებლებმა პროკურატურას გამოძიებისთვის დამატებით შეიძლება ხუთი წელი მისცენ. ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გამოძიება 25-წლიანი ხანდაზმულობის არგუმენტით აღარ დაიხურება.