პარლამენტს „პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარედგინა
„ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლისას ნებისმიერი სახის პლასტმასისა და რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.
მისივე ინფორმაციით, პროექტი გასაცნობად ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად წარედგინება. ჩხარტიშვილი პარლამენტარებისგან პოზიციის გამოხატვას 10 დღის ვადაში მოითხოვს.