პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისია 87 მომხრე ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა კომისიის შემადგენლობას კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა მანამდე კანონმდებლებს საკონკურსო კომისიის წევრების თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
სპიკერის განცხადებით, საკონკურსო კომისია სახალხო დამცველსა და ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაკომპლექტდა.