პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ გაუუქმა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება. რამდენიმედღიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ, მმართველმა გუნდმა 51 ოპონენტს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუნარჩუნა. მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება დღეს რამდენიმე ფაქტორით ახსნეს – დასახელდა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, პრეზიდენტის მიმართვა და კიდევ ერთი შანსის მიცემა ოპოზიციისთვის, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. თუ ჯერ კიდევ დეკემბერში „ქართული ოცნების“ ლიდერები შესაბამისი განცხადებების მიღებისთანავე მათ დაკმაყოფილებას აანონსებდნენ, უკვე მოგვიანებით ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობას არ მალავდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ახლა საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ელჩების მედიაციით დიალოგის პროცესი, თუმცა ზურა ჯაფარიძის დღევანდელი განცხადების ფონზე, მხარეებს შორის შეთანხმების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

მოამბე