საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილია. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა. გაბიტაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა. საპროკურორო საბჭოს წარდგენილ კანდიდატს მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.