მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა.
კახა კუჭავამ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების საკითხი დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან განიხილა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტის პატიმრობა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩრდილს ვერ მიაყენებს. თუმცა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არ უარყოფს, რომ უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან საზღვრის უკანონოდ კვეთა უხერხულობას ქმნის. კიევში გამართული შეხვედრების შემდეგ კახა კუჭავა ამბობს, რომ უკრაინულმა მხარემ სააკაშვილის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. როგორ დატოვა ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს მოკვლევის დასრულებამდე დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს.
დგას თუ არა შესაძლო ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში, – უკრაინის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს თამუნა წიკლაური ადევნებდა თვალს.