პარიზში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შეხვედრები გაიმართება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დელეგაციას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, დღეს ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ლორანს ბონთას შეხვდება.
ქართული დელეგაცია დღის მეორე ნახევარში ლევილს ეწვევა, სადაც ადგილობრივ მერს, ერიკ ბრევს შეხვდება და ლევილის შატოს მოინახულებს.