პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართველი დეპუტატები, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკვე შეხვდნენ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს. ასევე გაფართოებული მოსმენა გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ყველა ფორმატში დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, 12 რეკომენდაციის შესრულება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თეონა მანაგაძე დეტალებით.