საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის შემდეგ ირლანდიაში იმყოფება.
ვიზიტის მთავარი მიზანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ევროპელი პარტნიორების ინფორმირებაა. პარალელურად, შალვა პაპუაშვილი დუბლინში მიმდინარე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა და უკრაინაზე ისაუბრა. დღის ბოლომდე დაგეგმილია მისი მეორე გამოსვლა, სადაც პაპუაშვილი ყურადღებას მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე – დეზინფორმაციაზე გაამახვილებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს არაერთი ორმხრივი შეხვედრაც გამართა. მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სპიკერებთან. ამ ფორმატში ყურდღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.