ქართული საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბერლინში სამუშაო შეხვედრებს იწყებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ქართველი კანონმდებლები კოლეგებთან ისაუბრებენ, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და 12-პუნქტიანი რეკომენდაციებია. საუბრის თემა იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობებიც.
სამუშაო შეხვედრებამდე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თამუნა წიკლაური აშუქებს ვიზიტს.