საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს დილიდან ჰელსინკიში შეხვედრებს მართავენ. ქართველი დეპუტატები უკვე შეხვდნენ ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო მიმართულების მინისტრებს. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში დაფიქსირდა საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები.