საქართველო-ბულგარეთს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, რა დროსაც საუბარი ძირითადად ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის პრეზიდენტმაც მიიღო. შეხვედრების დროს განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე გაკეთდა.