საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს შტაბ-ბინაში დილიდან შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით კანონმდებლები შეხვდნენ ალიანსის გენმდივნის მოადგილეს. ასევე ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სპიკერი.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მისი განცხადებით, აუცილებელია არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ნატო-მ ევროკავშირის მსგავსად დასახოს კონკრეტიკა, რომელსაც პროგრესის შემთხვევაში მოჰყვება გადაწყვეტილებები.
თეონა მანაგაძე დეტალებით.