პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

შალვა პაპუაშვილმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს. დღეს კი შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობები, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მაქსიმალურად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს.