შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე ლონდონში შეხვედრებს დილიდან მართავს. ის უკვე შეხვდა გაერთიანებული სამეფოს თემთა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეებს.
შეხვედრების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე საპარლამენტო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა იყო. განიხილეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.