პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ სრული მხარდაჭერა მიიღო მეზობელი აზერბაიჯანისგანაც.

პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პრემიერსა და მილი-მეჯლისის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებმაც ორი მეზობლის მჭიდრო კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა. იგულისხმება პროექტები, რომლებიც საქართველოს და აზერბაიჯანის ჩართულობით ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებას გულისხმობს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით საქართველოს მედიაციის საკითხიც. შეთანხმება შედგა საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც და სპეციალური მემორანდუმის გაფორმებაზე.

რა შედეგებით დასრულდა ბაქოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, – ნათია ქენქაძე აზერბაიჯანიდან.