პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, უკვე შეხვდა ხელისუფლების პირველ პირებს. ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა შედგა ქვეყნის პრეზიდენტთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და რეგიონში არსებული ვითარებაა. დღეს კი დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო და ასევე პატივი მიაგო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა ხსოვნას.