პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში ვიზიტს აჯამებს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა აქვს და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყანა ამერიკის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რჩება.
ვიზიტის ფარგლებში, 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა კონგრესსა და სენატში, მათ შორის იმ კონგრესმენებთან, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრების ფორმატში მას საშუალება ჰქონდა, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოს ხელისუფლების ხედვები გაეცნო.
დეტალებს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს.