პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

შვეიცარიაში კი გრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და შეხვედრები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს და ევროინტეგრაციას შეეხება. შალვა პაპუაშვილი გუშინ უკვე შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების ინტენსიურ განვითარებაზე ესაუბრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, აღნიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. იგნაციო კასისმა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.