ქართველი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერთა გაზრდას ქართული მხარე ამჯერად ანგოლაში ცდილობს.
ცენტრალური აფრიკის ქვეყანა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიას მასპინძლობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პლატფორმას არ აღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაერო-ს წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს. სესიაზე სიტყვით გამოსვლის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე საუბრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ლუანდაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.