პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

საქართველო საფრანგეთისგან მტკიცე მხარდამჭერ გზავნილებს იღებს. პარიზში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა სენატში, ეროვნულ ასამბლეასა და მთავრობაში. ფრანგულ მხარესთან დისკუსიის მთავარი თემა – ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და საქართველოს ოკუპაცია იყო. ქართველმა დეპუტატებმა ფრანგ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გატარებულ რეფორმებზე და ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

თეონა მანაგაძე პარიზიდან.