საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს განიხილავენ ავსტრიაშიც. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ვენაშია და პარლამენტის სპიკერთა მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა ძირითადად საარჩევნო საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას დაეთმო. ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი დამკვირვებლები არ ეყოლება, რასაც ძირითადად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ტრადიციით ხსნიან. „ქართული ოცნების“ ლიდერს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო-დან მიღებული რეკომენდაციებიც შეახსენეს და დაინტერესდნენ, სრულდება თუ არა ეს რეკომენდაციები.
„მოამბე” ვენიდან, ნათია ქენქაძე აშუქებს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს.