პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში, საქართველოსაც შეიტანს.

აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა. ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ურთიერთობებზე. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მართლმადიდებელ სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.