საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის სენატში შეხვედრები დაიწყო.
ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სენატორს, როჯერ ვიკერს, რომელიც პარალელურად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამ რანგში ის 2016 წელს საქართველოსაც სტუმრობდა. განხილვის თემებს შორის იყო რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვიკერი ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.
„მოამბე“ ვაშინგტონიდან – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტს.