საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე ამჯერად კატარში საუბრობენ.
მეორე დღეა, პარლამენტის თავმჯდომარე დოჰაში სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს ხვდება. ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს, რა დროსაც ქართული დელეგაცია კონკრეტული ინიციატივით გამოვიდა. საუბარია 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენციის ჩატარებაზე. ამ ინიციატივას კავშირის პრეზიდენტისგან მხარდაჭერა უკვე აქვს.