საქართველოზე საუბრობენ ვარშავაში. ირაკლი კობახიძე ავსტრიის შემდეგ პოლონეთს სტუმრობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის სესია გახსნა. ცოტა ხნის წინ კი, სპიკერი პრემიერს და სენატის და სეიმის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაური ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს.