პარლამენტში, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს უმასპინძლა. პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილიც დაესწრო.