პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა დახურულ კარს მიღმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხზე ხალხის ძალის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა. მესამე სექტორის შეფასებით, მსგავსი კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, რადგან ქვეყნისთვის დამაზიანებელია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მხარეები ამ საკითხზე თანხმდებიან.