საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება რუმინეთში. საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად რუმინული გამოცდილების იმ ნაწილის გაზიარებაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ ევროკაშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიიღო. ამავე თემას შეეხო მსჯელობა რუმინეთის ვიცე პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ, მათ შორის რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პერსპექტივებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.