პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. კახა კუჭავას განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამის გამო მოხდა გარკვეული დროით შეფერხება.