თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს: „უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზე ხელის დამდები ერთი „ენჯეოს“ დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია“, – როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „წელსაც ეს ახალი, სტუმრისგან მასპინძლის გმობის ტრადიცია არ დარღვეულა, თუმცა ფაქტია, რომ, წლებთან ერთად, ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს“.