„თუ ევროკავშირისგან ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა ენჯეოსექტორში გადაინაცვლებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფულის უკან დგას ინტერესი და წავა იქ, სადაც ეს ინტერესი შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. მისივე შეფასებით, ეს არის გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილი, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა და ევროგაერთიანების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.