პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება და ის არაფერ შუაშია პოლიტიკასთან. მისივე თქმით, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.