დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ჩვენი წვლილი ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს, – წერს „ტვიტერზე“ შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით, საქართველო ნატო-ს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28-ს, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.
„საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით, მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.