პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

მესამე სექტორის გადაწყვეტილებას, დროებით დატოვონ ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია დასანანია და ეს სოლიდარობა, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიმართ არაჯანსაღია. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა „ისფედის“ პროცესიდან ჩამოშორების შესახებაც ისაუბრა და განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.