პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება ენტონი ბლინკენის განცხადებაზე
ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება შეუჩერა, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში რჩება აღქმა, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია.
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან არასწორ მიდგომაზე საუბრობს და განმარტავს იმასაც, რომ საქართველო სხვა ქვეყნების დონაციაზე არ დგას.