ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს შალვა პაპუაშვილი და ქვეყნის პრეზიდენტს აკრიტიკებს. „სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული დამოკიდებულებით კარგად გამოჩნდა, როგორ ხედავს სებ-ის როლს. ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი იყო ცესკო-ს შესარჩევ კომისიაში, რომელმაც შემდეგ აღარ მიიღო მონაწილეობა კომისიის განხილვებში, რაც აჩვენებს, ზოგადად, ქალბატონი სალომეს დესტრუქციულ დამოკიდებულებას პროცედურების მიმართ“ , – აცხადებს პაპუაშვილი.