31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. თარიღს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი წერს: „ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ამ დიადი მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ასევე სიმბოლურია, რომ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს თანხმობა იურიდიულად გააფორმა რეფერენდუმის ძალით. ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება.“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.