ცესკო-ში სხდომის დასრულების შემდეგ მალევე, ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებმა აქცია გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართეს. ადგილზე იყო მცირე დაპირისპირებაც. მომხდარს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს: „ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს უკვე მეორედ სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი. თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს. პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.