პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ქარტიის მიმართ ევროკავშირის ელჩმა მხარდაჭერა გამოხატა. „რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირებიან. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება. პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!“ – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.