საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი იყო საუბრის მთავარი თემა კახეთში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს შეხვდა. დისკუსია არაფორმალურ გარემოში გაიმართა. ელჩებთან მეგობრული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს შალვა პაპუაშვილი.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველოდებით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“– აღნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი.