პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და საკითხზე გუნდში ამ დროიდან საუბრობდნენ. კუჭავა აცხადებს, რომ შორს არ მიდის და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
მისი თქმით, მომავალი წლიდან საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, რომლის შესახებაც მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.