პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ. რიგგარეშე სხდომაზე კენჭს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას უყრიან. დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შალვა პაპუაშვილი ღირსეულად გაუძღვება საქმიანობას.
შეგახსენებთ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ დატოვა.